The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ლაღიძე

ილია ლაღიძე
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1902
გარდაცვ. თარიღი:1999  (96 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1934 წელს.

1935 წლამდე მუშაობდა საქართველოს მთავრობის სახლის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1935-1944წწ. იყო ქ. ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური განყოფილების გამგე, თავმჯდომარის მოადგილე, სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" უფროსის მოადგილე, "კოლხეთმშენის" უფროსი, ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში სამხედრო აეროდრომის მშენებლობის უფროსი, ორგზის იყო არჩეული ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1944-1953წწ. იყო საქართველოს წყალთა მეურნეობის მინისტრი, რამდენიმე სამინისტროს გაერთიანების შემდეგ იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1953-1956წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე; 1957-1959წწ. კვლავ საქართველოს წყალთა მეურნეობის მინისტრად მუშაობდა; 1959 წლიდან იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მრჩეველი; 1962 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს წყლის რესურსების გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომიტეტს, რომლის ბაზაზეც 1974 წელს შეიქმნა საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტი, რომელსაც სათავეში ედგა 1984 წლამდე; 1984-1991წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო სამეცნიერო გაერთიანება "საქნაპირდაცვის" მრჩეველი წარმოების მართვის დარგში; იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს ოთხი მოწვევის დეპუტატი, ფოთის საპატიო მოქალაქე; იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო სიგელების მფლობელი; მისი სახელობისაა ქ. ფოთის ერთ-ერთი ქუჩა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.337-338; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.286

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: