შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ლაღუნდარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1982 წელს. 1982 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1982-1985წწ. იყო ინსტიტუტის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერი; 1984-1985წწ. არჩეული იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაერთიანებული პროფკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1986-1989წწ. ამავე ინსტიტუტის ასპირანტია; 1991 წლიდან გადაყვანილ იქნა დოცენტის თანამდებობაზე; 1991 წელს დანიშნულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ; 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, დეკანად; იყო ფაკულტეტის სასწავლო-მეთოდური საბჭოს თავმჯდომარე; კონსტრუქციების ტექნიკური დიაგნოსტიკის, მშენებლობის ეკონომიკისა და მართვის კათედრებზე მიჰყავს თეორიული კურსი "მშენებლობის ეკონომიკა", "მშენებლობის წარმოების ორგანიზაცია და მართვა", "კონსტრუქციების დიზაინების ტექნიკური დიაგნოსტიკა და ექსპერტიზა"; აქვს 25 სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომი; არის 7 გამოგონების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1990). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.338 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |