The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ლაღუნდარიძე

გიორგი ლაღუნდარიძე
Date of birth:2 August, 1959  (64 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1982 წელს.

1982 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1982-1985წწ. იყო ინსტიტუტის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერი; 1984-1985წწ. არჩეული იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაერთიანებული პროფკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1986-1989წწ. ამავე ინსტიტუტის ასპირანტია; 1991 წლიდან გადაყვანილ იქნა დოცენტის თანამდებობაზე; 1991 წელს დანიშნულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ; 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, დეკანად; იყო ფაკულტეტის სასწავლო-მეთოდური საბჭოს თავმჯდომარე; კონსტრუქციების ტექნიკური დიაგნოსტიკის, მშენებლობის ეკონომიკისა და მართვის კათედრებზე მიჰყავს თეორიული კურსი "მშენებლობის ეკონომიკა", "მშენებლობის წარმოების ორგანიზაცია და მართვა", "კონსტრუქციების დიზაინების ტექნიკური დიაგნოსტიკა და ექსპერტიზა"; აქვს 25 სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომი; არის 7 გამოგონების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1990).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.338

Bibliography


Share: