Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იასონ ახვლედიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ვანი, ქუთაისის გუბერნია. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ტფილისის იუნკერთა სასწავლებელი. ჯარში მსახურობდა პრაპორშჩიკად საარმიო ქვეითებში. 1876 წლიდან მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთისა (1877-1878) და რუსეთ-იაპონიის (1904-1905) წლების ომებში. არაერთხელ იქნა დაჭრილი. 1900 წლიდან მეთაურობდა გროზნოს 253-ე სარეზერვო ბატალიონს. რუსეთ-იაპონიის ომის დაწყებისთანავე გადაყვანილ იქნა ბატალიონის მეთაურად ციმბირის მე-12 ქვეით პოლკში. მონაწილეობდა მანჯურიაში წარმოებულ ბრძოლებში. დაინიშნა ნეჟინის (უკრაინა) 137-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. 1906-1911 წლებში მეთაურობდა ყუბის (აზერბაიჯანი) 155-ე ქვეით პოლკს, პარალელურად მსახურობდა აბასთუმნის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსად, აბასთუმნის სამხედრო კომენდანტად. 1911 წლის იანვარში, ბრძოლებში მიღებული კონტუზიისა და ჭრილობების გამო ჩაირიცხა თადარიგში, ხოლო 1912 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირითა და პენსიით. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო არმიის ვეტერანთა სახლის უფროსი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ცხოვრობდა თბილისში. პოლკოვნიკი, გენერალ-მაიორი. წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.50 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |