Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ლაშქარაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1954 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში"; 1956-1958წწ. მუშაობდა დონეცკში, 1958-1961წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კვლავ მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" მშენებელ კონსტრუქტორად; 1961-1968წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოში ინჟინრად; 1968 წელს დაინიშნა საქართველოს ტურიზმის საბჭოს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1971 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში იყო სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე; ხელმძღვანელობდა თბილისში, ბორჯომში, ბაკურიანში, შოვში, ჩაქვში, ციხისძირში, თელავში, მცხეთაში, ფოთში, ტურისტული ბაზების, თბილისისა და ქუთაისის საბაგირო გზების, ფხვნილოვანი მეტალურგიის სამეცნიერო ინსტიტუტისა და სპეციალიზებული საკონსტრუქტორო ბიუროს შენობის (თბილისში), სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის (დაბა მესტიაში) პროექტირებას და მშენებლობას; არის სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ლაურეატი და ვერცხლის მედალოსანი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.338-339 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |