შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი თოფურია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი; დაამთავრა ტფილისის იუნკერთა სასწავლებელი 1879 წელს. 1877 წლიდან მსახურობდა ჯარში. მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1909 წელს მსახურობდა პოდპოლკოვნიკად და მეთაურობდა ასეულს, შემდეგ კი ბატალიონს ზაქათალას 164-ე ქვეითთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომში. 1914 წლამდე მსახურობდა 164-ე ზაქათალას ქვეითი პოლკის მეთაურის თანაშემწედ. მონაწლეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. იმყოფებოდა გერმანელთა ტყვეობაში. 1914-1917 წლებში მეთაურობდა 308-ე ჩებოქსარის (რუსეთი) ქვეითთა პოლკს. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. მსახურობდა ქართულ ჯარში. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დარჩა საქართველოში. 1924 წლის აჯანყების დროს ხელმძღვანელობდა სამეგრელოს ნაციონალურ-დემოკრატიულ ორგანიზაციას. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის 1916 წელს დაჯილდოვდა ოქროს იარაღი. პოლკოვნიკი (1910), ქართველი გენერალ-მაიორი. წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.65 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |