შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე აჯიბეგაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა კინოოპერატორთა კურსები ქ. მოსკოვში. 1925 წლიდან მუშაობდა კინოში, როგორც "სახკინმრეწვის" ქრონიკის სექტორის ოპერატორი. მეორე მსოფლიო ომის დროს გადაღებებს აწარმოებდა ყირიმის, შავ ზღვასა და კავკასიის ფრონტის მოწინავე ხაზზე. შემდგომში ოპერატორთა ჯგუფთან ერთად იღებდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებსა და დღესასწაულებს. გადაიღო 1500 სიუჟეტი კინოჟურნალებისთვის: "სბჭოთა საქართველო", "სპორტი" და "პიონერი"; დოკუმენტური ფილმები: "კავკასიონის ქედზე"(ვ. მიტროფანოვი, 1935), "იალაღებზე" (ვ. ვალიშვილი, 1936), "ცეცხლოვანი კოლხეთი" (შ. ჩაგუნავა, 1936), "დავით გურამიშვილი" (ვ. ალავიძე, 1955), "რუსთავის ჩირაღდნები" (შ. ჩაგუნავა, 1961), "ბორის პაიჭაძე" (რ. ჩხეიძე, 1952), "საქართველოს ატომური ცენტრი" (რ. ჭიაურელი, 1964), "საბჭოთა მეზღვაურეები", "ფსიქოლოგთა მსოფლიო სიმპოზიუმი თბილისში" (ორივე - გ. მონავარდიშვილი, 1968) და სხვ. საკუთარი სცენარით გადაიღო "შოთა რუსთაველი" ატლანტიკაში" (1963), "ბულგარეთის დელეგაცია აჭარაში" (1968) და სხვ. კინოოპერატორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 42; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.308 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |