The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ აჯიბეგაშვილი

დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1957
გარდაცვ. თარიღი:12 აპრილი, 2023  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კინო-ფოტო ხელოვნების ფაკულტეტი დოკუმენტური და ტექნიკური ფილმების ავტორ-ოპერატორის სპეციალობით 1984 წელს. 

1985 წლიდან მუშაობს ქდსპფ სტუდია "მემატიანეში". გადაიღო ფილმები: "მეორე შტურმი" (ო. გურგენიძე, 1985), "გუდაურის გაზაფხული" (1986), "თბილისობა-87" (ჯ. ჭიჭინაძე, 1987), "მონოლოგი" (ვ. ანდრიევსკისთან ერთად/თ. ხაჩიძე, 1988), "კლაუსის ოინები" (ა. ბარაბიძე, 1989) და სხვ., კინოჟურნალების "საბჭოთა საქართელო" და "ადამიანი და კანონი" სიუჟეტები. საქართველოს ტელევიზიის I არხის მივლინებით იღებდა აფხაზეთის ომის (1992-1993) მოვლენებს.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 42; საქართველოს კინოაკადემია/Georgian Film Academy: facebook.com


გააზიარე: