The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ ლაჩაშვილი

ტარიელ ლაჩაშვილი
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი იყალთო, თელავის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს.

1974-1977წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს თელავის N2 საგზაო-საექსპლუატაციო უბნის სამუშაოთა მწარმოებლად; მონაწილეობდა კახეთის რეგიონში საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებში; 1977-1993წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს თელავის N9 ხიდების სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, მონაწილეობდა კახეთის რეგიონში გზების, ხიდების და ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებში; 1993 წლიდან შპს "რიუსპირი"-ს და 2005 წლიდან შპს "გზამშენი-2005"-ს დირექტორია; კახეთის რეგიონში და თიანეთის მუნიციპალიტეტში ასრულებდა გზების, ხიდების და ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს; საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში წარმატებული მონაწილეობისათვის, ასევე, როგორც მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტი არაერთგზის იქნა დაჯილდოებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საპატიო სიგელებითა და სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.339


გააზიარე: