The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბო ცისკარიშვილი

გაბო ცისკარიშვილი
ოფიციალური სახელი:გაბრიელ ცისკარიშვილი
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:30 აგვისტო, 1924  (32 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. ზემო ალავანი, თელავის მაზრა.

დაამთავრა ტფილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზია, მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.

სტუდენტობის პერიოდშივე - 1914 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციის" წევრი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში იყო თელავის სამაზრო ერობის გამგეობის მდივანი და ქალაქის საბჭოს ხმოსანი; მეცხვარეთა კოოპერატიული საზოგადოება "მწყემსის" გამგეობის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო თვითმმართველობის და საბიბლიოთეკო კომისიების მდივანი, სამანდატო კომისიის წევრი. მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის - "წარმოკავშირის" გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგის თანამდებობაზე. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული მცირე ხნით. უკანასკნელად საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ ("ჩეკა") დააპატიმრა 1923 წლის 30 მაისს თბილისში, კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით. 1924 წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყების შემდეგ, სხვა პოლიტპატიმრებთან და მოქალაქეებთან ერთად დახვრიტეს თბილისში, სავარაუდოდ 30 აგვისტოს ღამეს.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.452

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1914-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: