The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბარნაბა ძველაია

ბარნაბა ძველაია
სხვა სახელი:ბ. ნოსირელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:28 ნოემბერი, 1937  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის მაზრა.

1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციის" წევრი; თანამშრომლობდა პრესაში "ბ. ნოსირელის" ფსევდონიმით. აქტიურად მონაწილეობდა სამეგრელოში 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო აგრარული კომისიის წევრი. არჩეული იყო სენაკის მაზრის ერობის ხმოსნად. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ ("ჩეკა") პირველად 1922 წელს დააპატიმრა არალეგალური კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") 1937 წლის 27 ნოემბერს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 28 ნოემბრის ღამეს. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.456; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 515

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1905-)

გააზიარე: