The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესარიონი (ეპისკოპოსი)

ბესარიონი
Legal name:ბესარიონ დადიანი
Date of birth:1832
Date of death:3 August, 1900  (at 68 years)
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

აღიზარდა მარტვილის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერთან არსებულ სასწავლებელში. 1849 წლის 6 აგვისტოს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) ბერად აღკვეცა და სახელად ბესარიონი უწოდა. 1874 წლის დეკემბერში სამეგრელოს ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩიეს. 1875 წლის 12 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი), გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) და იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ეპისკოპოსად აკურთხეს და იმერეთის ეპარქიაში შემავალ სამეგრელოს ეპარქიის ქორეპისკოპოსად დანიშნეს. 1886 წლის 1 მარტიდან იყო ალავერდის ეპარქიის მმართველი. 1895 წელს ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ავადმყოფობის გამო, დროებით დაინიშნა იმერეთის ეპარქიის მმართველად. 1896 წლიდან იგი ორივე ეპარქიის მმართველი იყო. ქართველი საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე.

წყარო: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)/სერგო ვარდოსანიძე. -თბ., 2010. - გვ. 39-40 


Share: