The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პავლე წულაია

პავლე წულაია
Other name:დეპო  (Pseudonym)
Date of birth:1882
Date of death:March, 1943  (at 61 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხუნჯულოური, ქუთაისის მაზრა.

იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების" ფრაქციის წევრი. მუშაობდა ტფილისის რკინიგზის დეპოში. იყო რსდმპ ლონდონის მე-5 ყრილობის (1907) დელეგატი ტფილისის ორგანიზაციიდან. თანამშრომლობდა პრესაში; იყენებდა ფსევდონიმს "დეპო". 1919 წლამდე მუშაობდა მემანქანის თანაშემწედ სამტრედიის რკინიგზის დეპოში; შემდეგ იყო ქუთაისის გუბერნიის საგანგებო სასამართლოს წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად; იყო საკონსტიტუციო და გზათა კომისიების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში. ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ სოფელში; მცირე ხნით დააპატიმრეს 1921 წლის აპრილში. მისი მონაწილეობით 1932 წელს, კოლექტივიზაციის პარალელურად მიმდინარე ანტირელიგიური კამპანიისას, სოფელმა მოახერხა უნიკალური ხის ეკლესიის დაცვა განადგურებისაგან. 1937-1938წწ. დიდი საბჭოთა ტერორის დროს დააპატიმრეს 1937 წლის აგვისტოში, სოფელ ხუნჯულოურში. მისი წიგნები რეალიზაციიდან ამოიღეს და გაანადგურეს. 1937 წლის 25 ნოემბერს ქუთაისში, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეცკოლეგიის გამსვლელმა სესიამ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა "შრომა-გასწორების ბანაკში".  გარდაიცვალა ციმბირში, კემეროვის ოლქში არსებულ საკონცენტრაციო ბანაკში. რეაბილიტირებულია 1956 წელს. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.464

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტია, წევრი

Share: