Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ექვთიმე (ეპისკოპოსი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოელი ქვემო ავჭალა, მაშინდელი მცხეთის რაიონი. 1859 წ. თბილისის სასულიერო სემინარიში ჩაირიცხა, რომელიც 1865წ. დაამთავრა და თბილისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად დაინიშნა. 1866 წ. დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ მღვდლად და თბილისის წმინდა მარინეს ეკლესიის მღვდელმსახურად განამწესეს. 1873 წ. იყო თბილისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწე, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრი და წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლი, 1880 წ. თბილისის ვაჟთა მე–2 გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებელი. 1884 წ. ესტატე ელიაშვილს დეკანოზის წოდება მიენიჭა და სიონის საკათედრო ტაძრის კანდელაკად განამწესეს. 1891 წ. იგი გადადგა სიონის ტაძრის კანდელაკობიდან და მასწავლებლობაზეც უარი განაცხადა. ამავე წლიდან ჟურნალების – "საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო უწყებანის" და "პასტორის" ცენზორად დაინიშნა. 1892 წელს წმინდა სინოდის განჩინებით, საქართველო -იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად იქნა არჩეული, 1902 წ. თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1903 წ. ნოემბერში იგი სანქტ-პეტერბურგში გაიწვიეს. საქართველოს ეგზარქოსმა ალექსი I სანქტ-პეტერბურგის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში იგი ბერად აღკვეცა და სახელად ექვთიმე უწოდა. ბერი ექვთიმე თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. არქიმანდრიტი ექვთიმე წმინდა სინოდმა ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაამტკიცა. ამავე წელს წმინდა ალექსანდრე ნეველის ლავრის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ალავერდის ეპარქიის მმართველად და საქართველოს ეგზარქოსის მეორე ქორეპისკოპოსად დანიშნეს. 1905 წ. ეპისკოპოსი ექვთიმე გორის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1906 წ. ივნისში სანქტ-პეტერბურგში გამართულ კრებაზე, სადაც საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი განიხილებოდა, მან რუსეთის ეკლესიის მხარე დაიჭირა და ამის გამო საქართველოში დაბრუნება ვეღარ შეძლო. იგი ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიის ბალახნინის ეპისკოპოსად დაინიშნა. 1909 წ. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პენსიაზე გავიდა და მოსკოვში გადავიდა. 1911 წ. იყო მოსკოვის სინოდალური კანტორის უშტატო წევრი. 1914 წ. ეპისკოპოსი ექვთიმე მოსკოვის მაცხოვრის სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. ცნობილია, რომ 1918 წ. ეს მონასტერი კომუნისტებმა საპატიმროდ გადააკეთეს და მათთვის არასასურველი პირები გამოამწყვდიეს. ვარაუდობენ, რომ ეპისკოპოსი ექვთიმეც ამ პატიმართა რიცხვში იყო და იგი იმავე წელს გარდაიცვალა. წყარო: XVIII- XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა/ლუარსაბ ტოგონიძე, გიორგი მაჩურიშვილი. - თბ., ალილო, 2012 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |