შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე (ეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საბუე, თელავის რაიონი. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დასრულების შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს. 1899 წ. იმოგზაურა იერუსალიმში და სამშობლოში დაბრუნებისას, 1901 წ. გამოაქვეყნა "მოგზაურობა", სადაც აღწერილია იერუსალიმის ქართული სიძველენი. 1905 წ. 26 აგვისტოს მამა პეტრე ეპისკოპოსად აკურთხეს. 1906 წ. იგი იმერეთის ეპარქიის მმართველად, ხოლო 1907 წ. აპრილში გორის ეპარქიის მმართველად იქნა გადაყვანილი. ეპისკოპოსი პეტრე მუდამ მხარს უჭერდა ეპისკოპოს კირიონს (საძაგლიშვილი). ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ.,1980.-გვ.654; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.62 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |