The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო ჭავჭანიძე

ვანო ჭავჭანიძე
ოფიციალური სახელი:ივანე ჭავჭანიძე
სხვა სახელი:ი. ჭ-ძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:ივლისი, 1946  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის სასაფლაო, ქ. პარიზი, საფრანგეთი
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხონი, ქუთაისის მაზრა.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. 

სტუდენტობის პერიოდიდანვე მუშაობდა სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა გიმნაზიის მასწავლებლად და კოოპერატიულ დაწესებულებებში. თანამშრომლობდა ქართულ გამოცემებთან, აქვეყნებდა ბელეტრისტულ და დრამატულ ნაწარმოებებს; იყენებდა ფსევდონიმს "ი. ჭ-ძე". 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არჩეული იყო ხონის ქალაქისთავად. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო გზათა კომისიის თავმჯდომარე, სამანდატო კომისიის მდივანი, სარეკომენდაციო, თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი. მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ქალაქთა კავშირის სამეურნეო ბიუროში; იყო ცენტრალური სასურსათო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. პარალელურად იყო მომარაგების მინისტრის, შემდეგ კი - შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო; ცხოვრობდა საფრანგეთში და განაგრძობდა პარტიულ ორგანიზაციებში მუშაობას. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.468

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: