The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ლეკვეიშვილი

ზურაბ ლეკვეიშვილი
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი იანეთი, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1969წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძძღვანელად, პროექტისა და განყოფილების მთავარ ინჟინრად, განყოფილების უფროსად; 1969 წელს გადაიყვანეს საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში" მთავარ ინჟინრად; 1972 წლიდან იყო საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქკომუნრეწმმშენის" მთავარი ინჟინერი, 1978 წლიდან - ამავე ტრესტის მმართველი; 1987 წელს დაინიშნა საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ორგანიზაციის "საქბინრემპროექტის" მთავარ სპეციალისტად; 1988 წელს - ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, 1991 წელს - საქართველოს კომუნალური მეურნეობის გაერთიანების თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; ხელმძღვანელობდა ქალაქებისა და რაიონული ცენტრების წყალსადენ-კანალიზაციის მაგისტრალური ქსელსბისა და ნაგებობების ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავებას, შავნაბადაში ახალგაზრდული ქალაქის, უმაღლესი სასამართლოს, მწერალთა კავშირის ადმინისტრაციული შენობების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რესპუბლიკური სასტუმროების, რესპუბლიკური სასტუმროების მშენებლობას; დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.339-340

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: