The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ლეკიშვილი

გურამ ლეკიშვილი
დაბადების თარიღი:26 ივლისი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1960 წელს.

1960-1961წწ. მუშაობდა ინჟინრად, უფროს ინჟინერ-კონსტრუქტორად საპროექტო ინსტიტუტ "საქშახტპროექტში"; 1961-1996წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიარა ყველა თანამდებობრივი საფეხური; იყო უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1996-2007წწ. სამეცნიერო დარგში დირექტორის მოადგილე; 2008 წლიდან ინსტიტუტის დირექტორი; მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მოიცავდა ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების დაძაბულ-დეფორმადობის კვლევებს; გამოქვეყნებული აქვს 42-მდე სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია; ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრაზე; 2000-2001წწ. მიწვეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1967)

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.340

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ენერგეტიკოის დამსახურებული მუშაკი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: