Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ლეკიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1960 წელს. 1960-1961წწ. მუშაობდა ინჟინრად, უფროს ინჟინერ-კონსტრუქტორად საპროექტო ინსტიტუტ "საქშახტპროექტში"; 1961-1996წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიარა ყველა თანამდებობრივი საფეხური; იყო უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1996-2007წწ. სამეცნიერო დარგში დირექტორის მოადგილე; 2008 წლიდან ინსტიტუტის დირექტორი; მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მოიცავდა ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების დაძაბულ-დეფორმადობის კვლევებს; გამოქვეყნებული აქვს 42-მდე სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია; ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრაზე; 2000-2001წწ. მიწვეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1967) წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.340 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |