შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარიელ ლელუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა დნეპროპეტროვსკის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სარკინიგზო ნაგებობათა და სალიანდაგო მშენებლობის სპეციალობით 1979 წელს. 1967 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა ამიერკავკასიის სატრანსპორტო მშენებლობის სპეციალიზებულ ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" თბილისის სამშენებლო სამმართველოში; იყო სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, ტრესტის N131 სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1992 წლიდან სამმართველოს უფროსი; ხელმძღვანელობდა თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის, სარკინიგზო ვაგზლების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის, რკინიგზის N1 და N2 საავადმყოფოების, თემქისა და მუხიანის მასივებში დარგის თანამშრომლებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას; დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.341; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.175 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |