შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ბარაბაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ე. შენგელაიას სახელოსნო) 1981 წელს. მუშაობდა "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად ელდარ შენგელაიასთან. 1987 წლიდან როგორც რეჟისორი და პროდიუსერი მონაწილეობს დამოუკიდებელი სტუდია "შვიდკაცას" (ერთ-ერთი დამფუძნებელი) პროექტების განხორციელებაში. გადაიღო მ/მ მხატვრული ფილმები: ნიკას ოთხი დღე" (1981-კფ "ამირანის" პრიზი რეჟისურისთვის, 1982), "მედუზა" (1985), "ცივა" (1989), "კავშირა" (2005); დოკუმენტური ფილმები: "ქართული ცეკვა" (1990), "ჩვენ"(1993), "უკომენტაროდ" (1999), "ქართული ამბავი" (2000); გადაღებულია ფილმებში: "ევრიკა" (1979), "კარუსელი"(1979); პროდიუსერია დოკუმენტური ფილმისა "მირაჟი" (2000). როგორც პროდიუსერმა ასევე განახორციელა რამდენიმე თეატრალური დადგმა რუსთაველის სახელობის თეატრის, "თავისუფალი თეატრის" და "თეატრალური სარდაფის" სცენებზე. კინორეჟისორი, პროდიუსერი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 46; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : geocinema.ge; ქართული კინო: ყველაფერი ქართული კინოს შესახებ: geocinema.org.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |