შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ლემონჯავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა ნოვოსიბირსკის სამშენებლო ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს. 1958 წლიდან მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში მუშად, საიოდანაც გაწვეულ იქნა არმიის რიგებში; 1968 წელს მუშაობდა ტიუმენის ოლქის დასავლეთ ციმბირის სამშენებლო ტრესტის N2 სპეცსამუშაოების სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, ამავე ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1979-1984წწ. ტრესტის მთავარი ინჟინერი იყო; 1984 წელს გადმოდის ქ. თბილისში და მუშაობს სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში; 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში სპეცსამუშაოთა სამმართველოს უფროსად; 2004 წლიდან მუშაობდა სამშენებლო კომპანია "ხიდმშენის" უბნის უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; წლების განმავლობაში მისი მონაწილეობით შესრულებულია ათობით სარკინიგზო ხიდის მშენებლობა და რეკონსტრუქცია; მათ შორის სარკინიგზო ხიდები მდ. ნოღელაზე, ბორითის ხიდის რეკონსტრრუქცია და სხვა; დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით და საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.341
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |