The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ლემონჯავა

გურამ ლემონჯავა
დაბადების თარიღი:1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა ნოვოსიბირსკის სამშენებლო ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს.

1958 წლიდან მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში მუშად, საიოდანაც გაწვეულ იქნა არმიის რიგებში; 1968 წელს მუშაობდა ტიუმენის ოლქის დასავლეთ ციმბირის სამშენებლო ტრესტის N2 სპეცსამუშაოების სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, ამავე ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1979-1984წწ. ტრესტის მთავარი ინჟინერი იყო; 1984 წელს გადმოდის ქ. თბილისში და მუშაობს სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში; 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში სპეცსამუშაოთა სამმართველოს უფროსად; 2004 წლიდან მუშაობდა სამშენებლო კომპანია "ხიდმშენის" უბნის უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; წლების განმავლობაში მისი მონაწილეობით შესრულებულია ათობით სარკინიგზო ხიდის მშენებლობა და რეკონსტრუქცია; მათ შორის სარკინიგზო ხიდები მდ. ნოღელაზე, ბორითის ხიდის რეკონსტრრუქცია და სხვა; დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით და საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.341


გააზიარე: