The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ლეჟავა

გიორგი ლეჟავა
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1917
გარდაცვ. თარიღი:1995  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1940 წელს.

1940-1944წწ. მუშაობდა "გაგრა-გუდაუთის" სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე წამყვან ინჟინრად; 1944-1952წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს "ხაშური-ბორჯომის" სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისა და 1952-1959წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის სამოქალაქო მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1959-1966წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის მშენებლობას; 1966-1980წწ. იყო საბჭოთა კავშირის ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა კუმისის, მარნეულის, შულავერის, ვაზიანის, სადახლოს, ივრის, ბადიაურის , მელაანის, ხაშურის, სოღანლუღის, კაჭრეთის, თელავის, გაჩიანის, გარდაბნისა და სხვა რკინიგზის სადგურების მშენებლობა - რეკონსტრუქციაში; ხელმძღვანელობდა მრავალი საცხოვრებელი სახლისა და ადმინისტრაციული შენობა - ნაგებობის, ბაქნების, სარკინიგზო დანიშნულების საავადმყოფოების, ტექნიკუმებისა და სპეციალიზებული საშუალო სკოლების, დარგობრივი ობიექტების მშენებლობას საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში; მიღებულია ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.341-342

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: