შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ლეჟავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. სტუდენტობის წლებიდან აქტიურად მონაწილეობდა საკალათბურთო სპორტში; იყო საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის "ქარიშხალას" ლიდერი მოთამაშე; 1968 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა მოსკოვის ტრესტ "ორგენერგომშენის" თბილისის ფილიალში; 1975-1980წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში მუშაობდა სასწავლო კომბინატის დირექტორად; 1980-1986წწ. მექანიზაციის სპეციალიზებული ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1986-1993წწ. გორის საშენ მასალათა საწარმოო კომბინატის გენერალურ დირექტორად; მონაწილეობდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე წარმოებული მსხვილპანელოვანი (135-ე სერიის ტიპური პროექტების მიხედვით) საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და საკომუნიკაციო ქსელების, გზებისა და საკარიერო სამშენებლო სამუშაოების შესრულებაში; იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი კალათბურთში, სსრკ სპარტაკიადის ორგზის მონაწილე, სსრკ სტუდენტი ახალგაზრდობის პირველობის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის სპორტული საზოგადოება "ბურევესტნიკის" წევრი, საერთაშორისო შეჯიბრებებში არაერთხელ გამარჯვებული. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.342-343 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |