The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ლეჟავა

Date of birth:7 October, 1944
Date of death:1999  (at 54 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1967 წელს.

1967 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა და განვლო ყველა პროფესიული სამსახურებრივი საფეხური რიგითი ინჟინრიდან სამშენებლო გაერთიანების უფროსამდე; 1983 წელს დაინიშნა საბჭოთა კავშირის უცხოური ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის სამშენებლო ტრესტ "ინტურისტსპეცრემმშენის" მმართველად, რომლის ბაზაზე ჩამოყალიბდა სამშენებლო გაერთიანება და სს "ინტურისტსპეცრემმშენი"; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ჩაუტარდა აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები ისეთ უნიკალურ არქიტექტურულ ძეგლებს, როგორებიცაა: სასტუმროები "ლენინგრადსკაია" და "კარელია" ქ. ლენინგრადში, "ლონდონსკაია" და "კრასნაია" ქ. ოდესაში, "მეტროპოლი", "ნაციონალი" და "სავოი" ქ. მოსკოვში; სასტუმროები "ინტურისტი" ქ. ბათუმში, ქ. სოხუმში, ქ. ლვოვში; ასევე, ბათუმის დრამატული თეატრის, დადიანების სასახლის (ზუგდიდში) და აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობები; მისი ხელმძღვანელობით საექსპლუატაციოდ გადაიცა "ინტურისტი"-ს სასტუმროების შენობები ქ. სტავროპოლში, ქ. ნოვგოროდში, ქ. კიშინიოვში; ასევე სასტუმროები "თბილისი" და "საქართველო" ქ. თბილისში, წყალჯომარდობის კომპლექსი ქ. ფოთში და სხვა; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით, რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, ასევე, საუწყებო საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.343

Member of Organizations

  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: