The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ლექვინაძე

გიორგი ლექვინაძე
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1971 წელს.

მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში "საქქალაქმშენსახპროექტი" და "საქვაჭრობპროექტი" - პროექტის მთავარ არქიტექტორად, არქიტექტურულ-დიზაინერულ კოოპერატივ "გარანტიაში", საპროექტო-სამშენებლო ფირმა "ჯი-ელ"-ის პრეზიდენტია; მისი თანაავტორობით, ავტორობით და უშუალო მონაწილეობით რეკონსტრუქცია-რესტავრაცია გაუკეთდა და აშენდა, ქ. თბილისში: ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, საბავშვო ბაგა-ბაღი მეჩნიკოვის ქუჩაზე, კაფე "მაიკო" აღმაშენებლის გამზირზე, ოსური ლუდის ბარი ორთაჭალაში, უნივერმაღი ქ. ბორჯომში, ლაღიძის წყლები-სახაჭაპურე ქ. ზუგდიდში, რესტორნები - ქ. გაგრაში, ქ. ბიჭვინთაში, ქ. ბათუმში, კერძო ინდივიდუალური სახლები თბილისსა და საგარეჯოში, საბავშვო ბაღის დეკორატიული-საცურაო აუზი კანდელაკის ქუჩაზე ქ. თბილისში და სხვა; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონკურსში და არის ამ კონკურსების ლაურეატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.343-344

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1978-)

გააზიარე: