Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ლექვინაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1971 წელს. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში "საქქალაქმშენსახპროექტი" და "საქვაჭრობპროექტი" - პროექტის მთავარ არქიტექტორად, არქიტექტურულ-დიზაინერულ კოოპერატივ "გარანტიაში", საპროექტო-სამშენებლო ფირმა "ჯი-ელ"-ის პრეზიდენტია; მისი თანაავტორობით, ავტორობით და უშუალო მონაწილეობით რეკონსტრუქცია-რესტავრაცია გაუკეთდა და აშენდა, ქ. თბილისში: ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, საბავშვო ბაგა-ბაღი მეჩნიკოვის ქუჩაზე, კაფე "მაიკო" აღმაშენებლის გამზირზე, ოსური ლუდის ბარი ორთაჭალაში, უნივერმაღი ქ. ბორჯომში, ლაღიძის წყლები-სახაჭაპურე ქ. ზუგდიდში, რესტორნები - ქ. გაგრაში, ქ. ბიჭვინთაში, ქ. ბათუმში, კერძო ინდივიდუალური სახლები თბილისსა და საგარეჯოში, საბავშვო ბაღის დეკორატიული-საცურაო აუზი კანდელაკის ქუჩაზე ქ. თბილისში და სხვა; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონკურსში და არის ამ კონკურსების ლაურეატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.343-344 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |