The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ლითანიშვილი

ირაკლი ლითანიშვილი
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი  სპეციალობით საავტომობილო გზები 1982 წელს; ამავე ინსტიტუტის მეორადი ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობის განხრით 1982 წელს; გაიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსური მართვის კურსი 1984 წელს.

1982-1986წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N24 საგზაო სარემონტო სამმართველოში; 1986-1989წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს აპარატში ინჟინრად, ეკონომიკური და ფინანსური განყოფილების მთავარ ინჟინრად; 1989-1999წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საწარმოო "საქავტომაგისტრალის" მთავარი მენეჯერის მოადგილე, მოგვიანებით კომპანიის მთავარი ინჟინერი; 2000-2003წწ. მუშაობდა კერძო ბიზნესის სფეროში მრავალფუნქციური კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად, საქართველოსა და რუსეთში; 2004 წლიდან იყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დეპარტამენტის ტექნიკური საბჭოს წევრი, ასევე სატენდერო საბჭოს წევრი; მისი მონაწილეობით განხორციელებულია მრავალი ეროვნული და საერთაშორისო პროექტი - არაბეთის ეკონომიკური განვითარების კუვეიტის ფონდის, მსოფლიო ბანკის, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის განვითარებისა და საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროექტები; არის საქართველოს გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის ასოციაციის თანადამფუძნებელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.344

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ღირსების ორდენი
    საქართველოს საგზაო დარგში წარმატებული მუშაობისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  • 2009 - ღირსების ორდენი
    საქართველოს საგზაო დარგში წარმატებული მუშაობისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

გააზიარე: