The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ლობჟანიძე

დაბადების თარიღი:4 სექტემბერი, 1966  (57 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1990 წელს.

1990 წელს მუშაობა დაიწყო იმავე სასწავლო დაწესებულებაში სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე ასისტენტად, უფროს მასწავლებლად; დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა; არჩეულ იქნა კათედრის დოცენტად; 2000-2006წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად; 2004-2006წწ. მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის საინჟინრო კათედრაზე პედაგოგად; ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე, კითხულობს რკინაბეტონის კონსტრუქციების კურსს; არჩეულია კათედრის ასოცირებულ პროფესორად; მისი სამეცნიერო კვლევების საგანს წარმოადგენდა ნაგებობათა სეისმომედეგობის საკითხები; ეწევა საექსპერტო საქმიანობას ნაგებობათა დაზიანების დიაგნოსტიკის, მზიდუნარიანობისა და სეისმომედეგობის განხრით; მონაწილეობს საპროექტო სამუშაოების შესრულების პროცესში შენობა-ნაგებობათა კონსტრუქციების გაანგარიშების ნაწილში; პედაგოგიურ მოღვაწეობის პარალელურად ეწევა პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობას; 1998-2005წწ. იყო შპს "აკადემმშენის" მთავარი ინჟინერი; 1999-2016წწ. მუშაობს შპს "კაპიტელის" მთავარ სპეციალისტად. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.345


გააზიარე: