Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სვიმეონი (მიტროპოლიტი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბუგეული, მაშინდელი რაჭის მაზრა. დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ბუგეულის სამრევლო-საეკლესიო სასწავლებელში, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1893 წელს სასწავლებლად გადავიდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში. 1898 წელს დაბრუნდა საქართველოში, სადაც აკურთხეს მღვდლად. 1900 წელს დაინიშნა რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ და კეთილმოწესედ. 1923 წელს ნოემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) სვიმეონი აკურთხა ეპისკოპოსად. ეპისკოპოსმა სვიმეონმა 1924 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსადმი საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის სახელით გაგზავნილ მიმართვაში დაპატიმრებას გადარჩენილ სხვა მღვდელმთავრებთან ერთად (ეპისკოპოსი ქრისტეფორე, დავითი, ნესტორი) საბჭოთა ხელისუფლებას აღუთქვა ლოიალობა და თანამშრომლობა. 1926 წელს საკათალიკოსო საბჭომ უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის ლოცვა-კურთხევით მიიღო გადაწყვეტილება, ქუთათელი ეპისკოპოსის, დავითის მაწყვერელად გადაყვანისა და ქუთათელად ეპისკოპოს სვიმეონის დანიშვნის შესახებ, თუმცა მეუფე დავითი არ დაეთანხმა საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებას. 1927 წელს ეპისკოპოსი სვიმეონი დაინიშნა ურბნისის ეპარქიის მმართველად. 1930 წელს ქუთაისის ეპარქია ჩააბარეს ეპისკოპოს სვიმეონს, რომელიც ამავდროულად აყვანილ იქნა მიტროპოლიტის პატივში. 1935 წლის 13 ნოემბერს მძიმე ოპერაციის დროს გარდაიცვალა მიტროპოლიტი სვიმეონი. განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ. მიტროპოლიტი სვიმეონი რელიგიურ საკითხებზე ბეჭდავდა წერილებს ჟურნალ-გაზეთებში: "მწყემსი", "შინაური საქმეები", "ივერია" და "ცნობის ფურცელი".
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |