შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი (ეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გადიდი, მაშინდელი ქუთაისის გუბერნია. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ სწავლობდა მარტვილის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1888წ. დანიშნულ იქნა მესტიის საეკლესიო-სამრევლო სკოლის მასწავლებლად. 1890წ. დიაკვანია, 1891წ. მღვდელი. მამა ალექსი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლსიის საეკლესიო კრებების მუშაობაში, მხარს უჭერდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის. 1925წ. 8 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ მამა ალექსი ეპისკოპოსად აკურთხა და ჩააბარა ცაგერის ეპარქია. 1928წ. 2 მარტს გადაყვანილ იქნა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად, 1930წ. 1 სექტემბერს გადაყვანილ იქნა წილკნის ეპარქიის მმართველად. ეპისკოპოსი ალექსი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თბილისის №1 საავადმყოფოში. წყარო: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)/ ვარდოსანიძე ს. -თბილისი, 2010. -გვ. 167-168.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |