Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტარასი (ეპისკოპოსი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კოტისხევი, მაშინდელი გორის მაზრა. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო პროგიმნაზია 1890 წელს. შემდეგ სწავლობდა ქვათახევის სამონასტრო სკოლაში. 1891წ. 4 აგვისტოდან ამავე მონასტრის მედავითნეა. 1899წ. 6 აპრილიდან პირადი თხოვნით გადაყვანილ იქნა ჰერეთის ოლქის სამრევლოში სოფელ ქოთუაჭალის ეკლესიის მედავითნედ. 1900წ. თებერვლიდან იაკობ კანდელაკი გადმოყვანილ იქნა ალავერდის ეპარქიაში, იმავე წლის 4 მაისს ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა ბერად აღკვეცა ალავერდის მონასტერში და უწოდა სახელად ტარასი, 16 მაისს ყოვლადუსამღვდელოესმა კირიონმა შუამთის მონასტერში აკურთხა იეროდიაკვნად, 17 მაისს მღვდელმონაზონად და დაინიშნა შუამთის მონასტრის იკონომოსად. 1900წ. 22 ივლისიდან არქიმანდრიტი ტარასი დაინიშნა ალავერდისა და თეთრი გიორგის ეკლესიების იკონომოსად. 1902წ. 25 ოქტომბრიდან იგი გადაყვანილ იქნა წმიდა სტეფანეს სახელობის მონასტრის წინამძღვრად ხირსაში. არქიმანდრიტი ტარასი იყო ეპისკოპოს კირიონის ერთგული თანაშემწე და თანამებრძოლი. 1903წ. 4 სექტემბრიდან, როდესაც ეპისკოპოსი კირიონი გადაყვანილ იქნა ხერსონისა და ოდესის ეპარქიაში. არქიმანდრიტი ტარასი თან გაჰყვა მეუფეს და ასრულებდა აღნიშნული ეპარქიის ხაზინადარის მოვალეობას. 1904წ. 10 ივნისიდან ორიოლის ეპარქიის იკონომოსია, 1904წ. წლის 30 ივლისიდან შეთავსებით მუშაობდა ორიოლის საეკლესიო არქეოლოგიური მუზეუმის გამგედ. 1906წ. არქიმანდრიტი ტარასი ეპისკოპოს კირიონთან ერთად მოღვაწეობდა სოხუმის ეპარქიაში. იგი ეპარქიის ქართველ მოღვაწეთა, დიაკონთა და მედავითნეთა კურთხევის კომისიას ხელმძღვანელობდა, ამავე დროს დიდ დახმარებას უწევდა უპოვარ ადამიანებს, ქვრივ-ობლებს. 1908წ. 10 ივლისს საქართველოს ეგზარქოსმა ინოკენტიმ დანიშნა თბილისის ფერისცვალების ეკლესიაში. რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოსურნე სასულიერო პირების მიმართ რეპრსიების პერიოდში, როდესაც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სანაქსარის უდაბნოში გადაასახლეს ეპისკოპოსი კირიონი, არქიმანდრიტმა ტარასიმ უყოყმანოდ გაიზიარა მისი ბედი. იგი გვერდიდან არ მოსცილებია კირიონს და ცდილობდა, შეემსუბუქებინა მისი მდგომარეობა. ეპისკოპოსი კირიონი ყოველთვის აფასებდა არქიმანდრიტ ტარასის ამ ერთგულებასა და თავდადებას. პირველი მსოფლიო ომის დროს დროს არქიმანდრიტი ტარასი რუსეთ-ოსმალეთის ფრონტის ხაზზე სამხედრო საავადმყოფოს მოძღვრად იმყოფებოდა. რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ბრძანებით იგი წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. არქიმანდრიტი ტარასი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1917წ. 8-17 სექტემბერს თბილისში გამართულ პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში. 20 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ III-ის მიერ დანიშნულ იქნა დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვრად. 1918წ. 26 ივნისს, დილის 5 საათზე არქიმანდრიტი ტარასი უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-სთან ერთად გაემგზავრა მარტყოფის მონასტერში, 11 საათზე მარტყოფში ჩავიდნენ, პატრიარქი შეუდგა მუშაობას (ამ დროს იგი "საქართველოს კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში", ქართულ ვარიანტს ასწორებდა). გათენდა 27 ივნისი. უწმიდესი პატრიარქი წესისამბერ დილის 5 საათზე დგებოდა, გახდა 6 საათი, პატრიარქი მოკლული იპოვნეს. 1925წ. 25 ოქტომბერს არქიმანდრიტი ტარასი ეპისკოპოს იოანეს (მარღიშვილი) მიერ დაინიშნა სოფელ საქობიოს წმიდა სტეფანეს ეკლესიის წინამძღვრად. 1918წ. გადმოიყვანეს თბილისის კუკიის წმიდა ნინოს ეკლესიის წინამძღვრად, ხოლო 1931წ. 29 ნოემბერს გადაიყვანეს ქ. ორჯონიკიძის (ვლადიკავკაზის) წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვრად. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო ქართული ეკლესიის შევიწროება. 1933წ. იანვარში არქიმანდრიტმა ტარასი კანდელაკმა ვლადიკავკაზის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში მონათლა მომავალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი, რომლის ნათლია იყო მონაზონი ზოილე დვალიშვილი. 1938წ. 24 თებერვალს, მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, გააუქმეს ვლადიკავკაზის ქართული ეკლესია, არქიმანდრიტი ტარასი დაბრუნდა სამშობლოში. 1938წ. 27 მარტს არქიმანდრიტი ტარასი დაინიშნა სვეტიცხოვლის მონასტრის წინამძღვრის მოადგილედ. 1939წ. 19 მარტს აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და ჩაბარდა წილკნის ეპარქია. ეპისკოპოსი ტარასი წირავდა სვეტიცხოვლის ტაძარში. 1945წ. 10 ოქტომბერს დაჯილდოვდა კუნკულბარტყულზე თვლიანი ჯვრით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |