შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგი ჟღენტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვენობანი, ჩოხატაურის რაიონი. 1937-1941 წწ. მუშობდა ქართული ენის კათედრის გამგე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1950-1962წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. იკვლევდა ქართველური ენების სტრუქტურისა და ფონეტიკის თეორიულ საკითხებს. აღსანიშნავია მისი თანამედროვე ექსპერიმენტული მეთოდებით შესრულებული გამოკვლევები ქართველური ენების ფონეტიკაში. შეისწავლა ქართული სალიტერატურო ენის აქცენტუაცია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ლოგოპედიის დამკვიდრებასა და განვითარებაში. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1950). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.263 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |