The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი (ეპისკოპოსი)

დიმიტრი
ოფიციალური სახელი:დიმიტრი ლაზარიშვილი
დაბადების თარიღი:16 სექტემბერი, 1870
გარდაცვ. თარიღი:8 ნოემბერი, 1947  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესია, თბილისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯიმითი, მაშინდელი სიღნაღის მაზრა.

1889წ. ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ საქართველოს ეგზარქოსის პალადის წინადადებით გამოვიდა სემინარიიდან და 1890წ. 21 იანვარს დიაკვნად და სიონის ეკლესიის წიგნის მკითხველად აკურთხეს. 1897წ. 28 მაისიდან ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიის დიაკვანია. 1904წ. 29 თებერვალს ხელდასხმულ იქნა მღვდლად დიაკვნის ადგილზე ქაშვეთში. 1907წ. იმავე ეკლესიის შტატის მღვდელია. 1906-1907წწ. იყო საქართველოს მუზეუმის კომიტეტის წევრი და ხაზინადარი 1908-1912წწ. წლებში პარალელურად მუშაობდა ქართლ-კახეთის ეპარქიის ეკლესიების შემოსავალ-გასავლის წიგნების შემმოწმებელი კომისიის წევრად. 1914წ. 24 ივლისს დაინიშნა მღვდელმსახურად საველე მოძრავ ჰოსპიტალში N481-ბრძოლის ველზე (დასავლეთის ფრონტზე). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1918-1920წწ. თბილისის საოლქო კრების არჩევით, ასრულებდა თბილისის საეპარქიო საბჭოს წევრის მოვალეობას. 1919წ. აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1919-1923წწ. წლებში მუშაობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სამეურნეო ნაწილის გამგედ. 1923წ. 13 იანვარს დეკანოზი დიმიტრი ლაზარიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდეს ამბროსისა და საკათოლიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად დაპატიმრებულ იქნა. იგი გაასამართლეს და მიუსაჯეს 5 წლიანი პატიმრობა. განთავისუფლების შემდეგ დაუბრუნდა ქაშვეთის ეკლესიას. 1925წ. 17 ივნისს დაინიშნა თბილისის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ, 1926წ. 17 თებერვალს-საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს სამეურნეო ნაწილის გამგედ. 1927წ. 26 ივნისიდან იყო საკათოლიკოსო სინოდის წევრი. 1930-1943წწ. იყო ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვარი. 1943წ. 23 მაისს დიმიტრი ლაზარიშვილი ხელდასხმულ იქნა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. მეუფე დიმიტრი მართალია იწოდებოდა ნინოწმინდელად, მაგრამ შექმნილი რთული ვითარების გამო (ეპარქიაში არ იყო არცერთი მოქმედი ეკლესია ს.ვ.) წირავდა ქაშუეთის ეკლესიაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.



გააზიარე: