The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან რაზიკაშვილი

ლევან რაზიკაშვილი
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:16 თებერვალი, 1923  (36 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში, სადაც დაუახლოვდა თავად ქაქუცა ჩოლოყაშვილს. 1917 წელს გაწევრიანდა საქართველოს სოციალ-ფედერალისტურ პარტიაში. შემდგომში სამხედრო სამსახურში იყო. მსახურობდა ფშავის მილიციის უფროსად. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ თანაუგრძნობდა ხევსურეთში მოქმედ პარტიზანებს, რის გამოც 1922 წელს დააპატიმრეს და "ბანდიტიზმის" ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯეს. ქართველი მწერლების შუამდგომლობა სერგო ორჯონიკიძესთან უშედეგო აღმოჩნდა. 1923 წელს ლევან რაზიკაშვილი სიკვდილით დასაჯეს. ქართველი სამხედრო ოფიცერი, ვაჟა-ფშაველას ვაჟიშვილი.

წყარო: archive.security.gov.ge


გააზიარე: