შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გალაქტიონ რაზმაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წმენდაური, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია. დაამთავრა საშუალო სკოლა და ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. ჯარში გაწვევამდე აგრონომად მუშაობდა ონის რაიონში. 1935 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში; 1938 წელს მონაწილეობდა იაპონელებთან ბრძოლაში ხასანის ტბასთან; დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში; მიიწვიეს სამართალდამცავ ორგანოებში სამუშაოდ; 1940 წელს დაამთავრა სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სკოლა; მსახურობდა გამომძიებლად თბილისში; 1942 წლის 14 თებერვალს კვლავ გაიწვიეს წითელ არმიაში პოლიტიკური ხელმძღვანელის თანამდებობაზე. გმირულად იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე; სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა 1946 წლამდე. თადარიგში მაიორის წოდებით გაიწვიეს; მოგვიანებით, 1980-იანი წლების ბოლოს მიანიჭეს თადარიგის პოლკოვნიკის წოდება. ცხოვრობდა მოსკოვში; 1967 წლამდე იმყოფებოდა ადმინისტრაციულ სამუშაოებზე, შემდეგ პენსიაზე. პოლკოვნიკი (1980). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.291 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |