The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გალაქტიონ რაზმაძე

გალაქტიონ რაზმაძე
Date of birth:21 August, 1913
Date of death:27 April, 1988  (at 74 years)
Burial location:პიატნიცკოეს სასაფლაო, მოსკოვი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წმენდაური, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია.

დაამთავრა საშუალო სკოლა და ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი.

ჯარში გაწვევამდე აგრონომად მუშაობდა ონის რაიონში. 1935 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში; 1938 წელს მონაწილეობდა იაპონელებთან ბრძოლაში ხასანის ტბასთან; დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში; მიიწვიეს სამართალდამცავ ორგანოებში სამუშაოდ; 1940 წელს დაამთავრა სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სკოლა; მსახურობდა გამომძიებლად თბილისში; 1942 წლის 14 თებერვალს კვლავ გაიწვიეს წითელ არმიაში პოლიტიკური ხელმძღვანელის თანამდებობაზე. გმირულად იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე; სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა 1946 წლამდე. თადარიგში მაიორის წოდებით გაიწვიეს; მოგვიანებით, 1980-იანი წლების ბოლოს მიანიჭეს თადარიგის პოლკოვნიკის წოდება. ცხოვრობდა მოსკოვში; 1967 წლამდე იმყოფებოდა ადმინისტრაციულ სამუშაოებზე, შემდეგ პენსიაზე. პოლკოვნიკი (1980).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.291

Member of Organizations

  • სკკპ, წევრი (1941-)

Awards and Honors

  • 1944 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

Share: