The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ლომაია

დიმიტრი ლომაია
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1961 წელს.

1961-1971წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად; 1972 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N12 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1975-1977წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მშენებარე ობიექტების ერთიანი დამკვეთის მთავარ სამმართველოში ზონალური სამმართველოს უფროსად; 1978 წელს გადაიყვანეს საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის საბინაო-კომუნალური მეურნეობის დეპარტამენტში უფროსის მოადგილედ, დეპარტამენტის უფროსად; 1982 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგის მოადგილედ; 1986 წელს არჩეულ იქნა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - საგეგმო კომისიის თავმჯდომარედ; 1991 წელს დაინიშნა საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმოს (კაპიტალური მშენებლობის სფეროში) გენერალურ დირექტორად; 1998 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ქ. მოსკოვში, სადაც მუშაობდა კაპიტალური მშენებლობის სფეროში სხვადასხვა საპასუხიმგებლობო თანამდებობებზე; მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად განვითარდა ქ. თბილისის საქალაქო მეურნეობის ინფრასტრუქტურა (საცხოვრებელი მიკრორაიონები, კომუნალური, კავშირგაბმულობის, ელექტრო და გაზიფიკაციის ქსელები, კულტურულ-საგანმანათლებლო, სავაჭრო და ჯანდაცვის დაწესებულებები, სატრანსპორტო მაგისტრალები და ხიდები); უცხოური ინვესტიციები (100 მლნ. აშშ დოლარის ფარგლებში) აშენდა თანამედროვე ტიპის, მაღალი კლასის (ხუთვარსკვლავიანი) სასტუმრო "მეტეხი პალასის" კომპლექსში; არაერთგზის იყო არჩეული თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.346


გააზიარე: