Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერი ლომაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გაგრა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს. 1974 წელს მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქკოლმშენპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1981 წელს ამავე ინსტიტუტში იყო ჯგუფის ხელმძღვანელი; 1982 წლიდან სამუშაოდ გადავიდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N19 მოძრავ-მექანიზირებულ კოლონაში სამუშაოთა მწარმოებლად; 1997 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს სახელოსნოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1987 წელს გადაყვანილ იქნა ამავე სამმართველოს დირექტორის მოადგილედ; 1987 წლიდან მის მიერ (დ. ლომაურთან ერთად) აღდგენილია საქართველოს ისტორიისა და კულტურის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები როგორებიცაა ალავერდის ტაძარი (ახმეტის რაიონი), მატნის ცხრაკარა (ახმეტის რაიონი), ნეკრესის კომპლექსი (ყვარლის რაიონი), ძველი გავაზი "წმ. გიორგის ეკლესია" (ყვარლის რაიონი), გრემის "მთავარანგელოზის" კომპლექსი (ყვარლის რაიონი), ჭავჭავაძის კარის ეკლესია (ქ. ყვარელი), ვეჯინის "ყველაწმინდა" (გურჯაანის რაიონი), სოფ. ჭერემის ვახტანგ გორგასლის სასახლე (გურჯაანის რაიონი), ზეგანის სამონასტრო კომპლექსი (გურჯაანის რაიონი), ვაჩნაძიანთა "სამების" ეკლესია (გურჯაანის რაიონი), ბოდბეს "წმ. ნინოს" ეკლესია (სიღნაღის რაიონი), "კვეტერის ციხე" (ახმეტის რაიონი), "წმ. შიო" სოფელი რუისპირი (თელავის რაიონი), კახის "წმ. გიორგის" ეკლესია (საინგილო), იკვის "წმ. გიორგის" ეკლესია (კასპის რაიონი), ძალისას ნაქალაქევი (მცხეთის რაიონი) და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.346-347
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |