შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ლომაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი 1976 წელს; იმავე ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1985 წელს. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N14 სამშენებლო ტრესტისა და საქართველოს პროფკავშირების ტურიზმის საბჭოს სისტემაში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე; იყო სამშენებლო ტრესტ "საქკურორტრემმშენის" სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1990 წელს დააარსა სამშენებლო კომპანია "ლომბადა", რომლის ერთპიროვნული დამფუძნებელია; აღნიშნულ სამშენებლო კომპანიის მიერ არის აშენებული ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა სამონასტრო კომპლექსი ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში (პატრიარქისა და ეპარქიის მეუფის რეზიდენციით), წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია წალენჯიხის რაიონის სოფ. ჯგალში, ეკლესია ზესტაფონის რაიონის სოფ. საზანოში; აშენებული აქვს მრავალი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტები, საცხოვრებელი სახლები და კერძო სახლები თბილისში: ქობულეთის ქუჩაზე, ტაბიძის ქუჩაზე, ცხვედაძის ქუჩაზე, მე-7 არხის ოფისი ჩიქოვანის ქუჩაზე, აფთიაქი, მაღაზია "ჰუგო ბოსი" რუსთაველის გამზირზე, N33 ბაგა-ბარი სარაჯიშვილის ქუჩაზე, ფიჭური კავშირის კომპანია "ბილაინის" ობიექტები გარდაბანში, ზუგდიდში, გორში, ბაკურიანში, ბორჯომში, ჭიათურაში, საჩხერეში, ტბილისში, ხობში, სენაკში, ქსანში, კავთისხევსა და ნოსტეში; ააშენა ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა; ორი გამაგრილებელი დანადგარი ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე, რისთვისაც აშენდა წყლის აუზები 1250 კუბ. მ და 950 კუბ. მ-ის მოცულობით, აგრეთვე გამწმენდი ნაგებობა 210 კუბ.მ. მოცულობით; მისი ხელმძღვანელობით არის აშენებული ქ. წყალტუბოში გათვლილი მრავალფუნქციური 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს კომპლექსი "წყალტუბო პლაზა" 240 ადგილზე, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2015 წელს; სამშენებლო კომპანია "ლომბადას" სახით მის მიერ შექმნილია საკმაოდ მძლავრი სამშენებლო ორგანიზაცია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით და სათანადოდ აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.347
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |