The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე ლომაია

პეტრე ლომაია
Date of birth:12 June, 1910  (114 years)
Date of death:19??
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1932 წელს.

1937 წლიდან მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში"; ხელმძღვანელობდა "ხრამჰეს-I"-ის პროექტირების ჯგუფს; 1944 წლიდან იყო "ჩითახევჰესის", "გუმათჰესის" პროექტირების სექტორის უფროსი; 1959 წელს დაინიშნა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტის" მთავარ ინჟინრად; 1965 წლიდან იყო "თბილჰიდროპროექტის" მთავარი ინჟინრის მოადგილე და "ენგურჰესის" პროექტის მთავარი ინჟინერი; მისი ხელმძღვანელობით დაპროექტებული იყო სამი ჰიდროელექტროსადგური, ტექნიკურ დახმარებას უწევდა რუმინეთსა და ბულგარეთში ელექტროსადგურების მშენებლობას; საკავშირო ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დაჯილდოებულია 7 მედლით; ჰქონდა 14 სამეცნიერო ნაშრომი და გამოგონება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.348

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • წითელი დროშის ორდენი

Share: