შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერი ლომაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1968-1969წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოში ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1970 წლიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის სისტემაშია და ხელმძღვანელობს კაპიტალური მშენებლობის განყოფილებასა და სპორტულ ნაგებობათა სამმართველოს; იყო სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში; მისი თაოსნობით, სპორტკომიტეტთან შეიქმნა საპროექტო ორგანიზაცია "სპორტპროექტი", ორი სამშენებლო ტრესტი "სპორტმშენი" (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში), მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამშენებლო სამმართველოებით; დაფუძნდა თბილისის, ქუთაისის, მცხეთისა და სენაკის სამშენებლო კომბინატები და სპეციალიზებული სამმართველო; ხელმძღვანელობდა არაერთი სპორტული კომპლექსის მშენებლობასა და რეკონსტრუქციას; მათ შორის აღსანიშნავია ლანჩხუთში საფეხბურთო კლუბ "გურიას" სტადიონი 24000 მაყურებლისთვის, სამდარბაზიანი კორპუსი ფიზკულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ადმინისტრაციული კორპუსით, ველოტრეკი საბურთალოზე, ძიუდოს სპორტული დარბაზი ვაკეში და საერთო საცხოვრებელი ფიზკულტური ინსტიტუტის სტუდენტებისთვის, ვერის პარკში მდებარე კალათბურთის დარბაზები, სპორტული ბაზები ლესელიძეში, სათხილამურო ტრამპლინი დაბა ბაკურიანში და სხვა; 1977-2007წწ. იყო გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის დირექტორი; სპორტის ოსტატი კალათბურთში; 1958-1961წწ. იყო თბილისის საკალათბურთო გუნდის "ქარიშხალას" წევრი; 1962-1967წწ. "დინამოს" წევრი; სსრკ ჩემპიონატის ორგზის (1965 და 1967) მესამე პრიზიორი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში, 9 ქვეყნის "დინამოელთა" ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული (1964-1965წწ. - სსრკ "დინამოს" ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში), დასახელებულ იქნა სსრკ-ის 25 საუკეთესო კალათბურთელთა შორის (1961 წლის შედეგების მიხედვით); დაჯილდოებულია საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით; არის საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის თავმჯდომარე, საქართველოს "სპორტის რაინდი" (2015). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.348; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.193 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |