The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი ლომაძე

ვალერი ლომაძე
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს.

1968-1969წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოში ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1970 წლიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის სისტემაშია და ხელმძღვანელობს კაპიტალური მშენებლობის განყოფილებასა და სპორტულ ნაგებობათა სამმართველოს; იყო სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში; მისი თაოსნობით, სპორტკომიტეტთან შეიქმნა საპროექტო ორგანიზაცია "სპორტპროექტი", ორი სამშენებლო ტრესტი "სპორტმშენი" (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში), მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამშენებლო სამმართველოებით; დაფუძნდა თბილისის, ქუთაისის, მცხეთისა და სენაკის სამშენებლო კომბინატები და სპეციალიზებული სამმართველო; ხელმძღვანელობდა არაერთი სპორტული კომპლექსის მშენებლობასა და რეკონსტრუქციას; მათ შორის აღსანიშნავია ლანჩხუთში საფეხბურთო კლუბ "გურიას" სტადიონი 24000 მაყურებლისთვის, სამდარბაზიანი კორპუსი ფიზკულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ადმინისტრაციული კორპუსით, ველოტრეკი საბურთალოზე, ძიუდოს სპორტული დარბაზი ვაკეში და საერთო საცხოვრებელი ფიზკულტური ინსტიტუტის სტუდენტებისთვის, ვერის პარკში მდებარე კალათბურთის დარბაზები, სპორტული ბაზები ლესელიძეში, სათხილამურო ტრამპლინი დაბა ბაკურიანში და სხვა; 1977-2007წწ. იყო გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის დირექტორი; სპორტის ოსტატი კალათბურთში; 1958-1961წწ. იყო თბილისის საკალათბურთო გუნდის "ქარიშხალას" წევრი; 1962-1967წწ. "დინამოს" წევრი; სსრკ ჩემპიონატის ორგზის (1965 და 1967) მესამე პრიზიორი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში, 9 ქვეყნის "დინამოელთა" ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული (1964-1965წწ. - სსრკ "დინამოს" ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში), დასახელებულ იქნა სსრკ-ის 25 საუკეთესო კალათბურთელთა შორის (1961 წლის შედეგების მიხედვით); დაჯილდოებულია საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით; არის საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის თავმჯდომარე, საქართველოს "სპორტის რაინდი" (2015).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.348; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.193

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში სპორტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგოური და სზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • ღირსების მედალი
  • საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული მუშაკი
  • საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: