შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ლიონიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სასირეთი, ქარელის რაიონი. განათლება მიიღო ვლადიკავკაზის საქალაქო სასწავლებელში. 1881 წელს დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი, ხოლო 1885 წელს ტფილისის ქვეითთა იუნკერთა სასწავლებელი. 1885-1914 წლებში მსახურობდა 125-ე ვლადიკავკაზის ქვეითთა პოლკში, რაჭის მაზრის უფროსად და ბათუმის მაზრის სამხედრო უფროსად. 1909 წლიდან მსახურობდა მე-14 ქართველ გრენადერთა პოლკში პოდპოლკოვნიკად. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 1914-1916 წლებში მეთაურობდა 118-ე ქვეით სათადარიგო ბატალიონს. 1916-1917 წლებში ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. 1917-1918 წლებში მეთაურობდა კავკასიის ფრონტის 222-ე ქვეითთა პოლკს. 1918 წლის ივლისიდან თადარიგში გადავიდა და დადგა აღრიცხვაზე კავკასიის ფრონტის შტაბში. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში არმიის სამხედრო-სააღრიცხვო განყოფილების უფროსად. 1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, თავადებმა ლიონიძეებმა გადაიკეთეს თავიანთი გვარი – ლეონიძეებად, რათა გადარჩენოდნენ რეპრესიებს საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან. პოლკოვნიკი (1911), ქართველი გენერალ-მაიორი. წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.70; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.376 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |