The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მაჭავარიანი

დავით მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1864
გარდაცვ. თარიღი:15 ივლისი, 1924  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თემირ-ხან-შურას რეალური სასწავლებლის მექანიკა-ტექნიკური განყოფილება 1884 წელს და ტფილისის სამხედრო სასწავლებელი 1888 წელს; ოფიცერთა მსროლელთა სკოლა 1909 წელს.

ჯარში მსახურობდა 1888 წლიდან. 1909 წლიდან მსახურობდა კაპიტნად ერევნის მე-13 ლაიბ-გრენადერთა პოლკში. 1914-1918 წწ. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა აღმოსავლეთ პრუსიაში. ბევრჯერ მძიმედ დაიჭრა. 1916 წელს დაინიშნა 490-ე რჟევის (რუსეთი) ქვეითი პოლკის მეთაურად, 1917 წელს კი სახელმწიფო ლაშქრის 37-ე ბრიგადის მეთაურად. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში, სამხედრო სამინისტროში, სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გადადგა სამხედრო სამსახურიდან. ცხოვრობდა ტფილისში. პოლკოვნიკი (1914), ქართველი გენერალ-მაიორი (1917).

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.76

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ოფიცერთა საკრებულოს სასამართლო, თავმჯდომარე (1918-1921)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1917 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1916 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1907 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

გააზიარე: