შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლეგ ბაშნინი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო აკადემია 1984 წელს. 1972 წლიდან მუშაობს "ქართულ ფილმში", როგორც დამდგმელმა ოპერატორმა გადაიღო: "პატარა მეგობრები" (მ. ხონელიძე, 1977), "მამა" (ლ. ზაქარეიშვილი, 1984), "იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ" (დოკ., თ. ბაქრაძე, 1985), "ბიძინა"(თ. კვანტალიანი, 1987), სალომე (ი. შავლიაშვილი, 1987), "თამაში" (ვ. ანდრიევსკისთან ერთად/ თ. კვანტალიანი, 1990), "მოკვეთილი" (გ. მატარაძე, 1992), "ისინი" (ლ. ზაქარეიშვილი, 1992), "ბლუზი" (გ. კაჭარავა, 1994), "დონ ჟუანის დაბადება" (გ. კაჭარავა, 1995). 1996 წლიდან მუშაობს ხარკოვში: იყო დსთ-ში (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) პირველი არასახელმწიფო ტელეარხის «Тонис-центр» (ახლანდელი მე-7 არხი) მთავარი ოპერატორი; სტუდია «Город»-ის ტექნიკური დირექტორი; ხარკოვის კულტურის სახელმწიფო აკადემიის კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტზე ასწავლის ოპერატორის სპეციალობას; პერიოდულად კითხულობს ლექციებს უკრაინის ცენტრალური ტელეარხების ოპერატორებისთვის. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 49; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; starbom.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |