Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაური ლომთაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. 1960 წელს დაიწყო საქმიანობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ-ინჟინრად; 1963-1966წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" ქუთაისის N2 რკინაბეტონის ქარხანაში საამქროს უფროსად; 1966-1980წწ. ლითონკონსტრუქციების კომბინატში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1980-1990წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილე და N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსი, ამავე ტრესტის საწარმოო-ტექნიკური განყოფილებისა და სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; 1990-1994წწ. ხელმძღვანელობდა სამშენებლო-სამონტაჟო ფირმა "ქუთმშენ-5"-ს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.349 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |