The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ბახანოვი

მიხეილ ბახანოვი
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1941
გარდაცვ. თარიღი:28 იანვარი, 1974  (32 წლის ასაკში)
კატეგორია:ანიმატორი, მხატვარი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაამთავრა "სოიუზმულტფილმთან" (მოსკოვი) არსებული ანიმატორთა კურსები.

მუშაობდა "ქართული ფილმის" მულტგაერთიანებაში ანიმატორად ვახტანგ ბახტაძის, შალვა გედევანიშვილის, ბორის სტარიკოვსკის, მიხეილ ჭიაურელის ფილმებზე. არის დამდგმელი მხატვარი სატელევიზიო მუსიკლური ფილმებისა: "ორერა სრული სვლით" (ზ. კაკაბაძე, 1970), "მზიური" (1973), "პატარა სიმღერა" (1969). სარეჟისორო დებიუტია ანიმაციური საავტორო ფილმი "მხსნელი" (1972). ქართული ხალხური ზღაპრის "მუჭანახევარას" მოტივებზე მხატვარ მამია მალაზონიასთან  და კომპოზიტორ ჯანსუღ კახიძესთან ერთად შექმნა იგავი კონფორმისტზე "რაანინა"(1974). ანიმატორია ფილმებისა: "გმირი" (1963), "როგორ ააშენეს სახლი" (1965), "ოქრო" (1966), "კონკურენცია" (1967). დაუმთავრებელი დარჩა საავტორო ფილმი "მე". კინოოპერატორი, ანიმაციური კინოს რეჟისორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 49; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: