The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ლომთაძე

ვახტანგ ლომთაძე
Date of birth:1951  (74 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფინი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს; მოსკოვის მართვის ინსტიტუტი 1984 წელს.

1974-1978წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენში" უბნის უფროსად; 1978-1981წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტ "ზესტაფონმშენში" და მიმაგრებული იყო ქ. მოსკოვის "ოლიმპიური სოფლის" მშენებლობაზე უბნის უფროსად; 1981-1985წწ. დაინიშნა რესპუბლიკური გაერთიანება "საქკოლმეურნმშენის" ზესტაფონის სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1985-1990წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ; N14 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1990-1992წწ. იმავე სამინისტროს N14 ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1995 წლიდან დაინიშნა შპს "შენების" გენერალური დირექტორია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.349

Member of Organizations

  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი

Share: